ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანისა და ლომჯარიას კამათის გამო, სოფო კილაძემ მინისტრს და ომბუდსმენს მიკროფონები გაუთიშა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს უსმენენ კამათია. ერთმანეთს სიტყვიერად თეა წულუკიანი და ნინო ლომჯარია დაუპირისპირდნენ.

მინისტრი თეა წულუკიანი კომიტეტის სხდომაზე იმაზე საუბრობდა, რომ ომბუდსმენი სნეულ პატიმრებთან ან ყოფილ ძალოვნებთან მოსანახულებლად არ შედის, თუ ეს ადამიანები მამა გიორგი მამალაძე ან მირზა სუბელიანი არ არიან. აღნიშნულმა განცხადებამ სახალხო დამცველის გაღიზიანება გამოიწვია. ნინო ლომჯარიამ მინისტრი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მძიმედ დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი პატიმარიც არაერთხელ მოინახულა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, თეა წულუკიანმა დღევანდელი მოხსენება პოლიტიკური დებატის ფორმატში გადაიტანა, რაც მისი თქმით, არასწორია.

კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მინისტრსაც და სახალხო დამცველსაც მიკროფონები გაუთიშა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია  პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს. სხდომას ასევე ესწრება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

იტვირთბა....