“ალკოტესტის ჩაბარების დროს, ვერ მოხერხდა შესაბამისი შკალების შევსება და თითქოს ამისგან გაღიზიანებული პიროვნება ადგა, მუცლის არეში მუშტი დამარტყა და დავეცი ტახტზე. ანრი ოხანაშვილმა გასვლისას მომაძახა, მე შენ გაჩვენებ, ვინ ვარ და რას გაგიკეთებო, ეს დამიფიქსირა და მან (ანრი ოხანაშვილმა) მე 6 დღე ფაქტობრივად მაწამა საკანში. უჭმელი ვიჯექი 6 დღის განმავლობაში”
ვახტანგ რობაქიძე, ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული
შეგახსენებთ, პარტია “ლელოს” წევრი ვახტანგ რობაქიძე ბრალდებულია, რომ ანრი ოხანაშვილს და მის ოჯახს სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მიაყენა. თავად დეპუტატის განცხადებით, რობაქიძე მას და მის ოჯახს ემუქრებოდა.