ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ამორალური ქცევის“ ბრალდებით, „თალიბანმა“ ერთი ოჯახის 6 წევრი მოკლა

ავღანეთის აღმოსავლეთით “თალიბანმა” ერთი ოჯახის 6 წევრი მოკლა, მათ შორის ერთი ახალშობილი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ფაქტი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს.

„თალიბანმა“ ოჯახი „ამორალურ ქცევაში ამხილა“ და მისი ყველა წევრი დახვრიტა – ამის შესახებ, ფარიაბის პროვინციის გუბერნატორი აცხადებს.

ინციდენტის შედეგად ორი გოგონა და ბავშვების დედა გადარჩა, თუმცა ორივე ბავშვს ფეხების ამპუტაცია დასჭირდა.

თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას “თალიბანი” უარყოფს.

იტვირთბა....