ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანში. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

“საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის, აფაქიძის და კვერნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის, ბერბუკის და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გუდამაყრის, კაჭრეთის, დომენტი ჟღენტის, გულრიფშის, ენისელის, ქართველიშვილის, ვასილ თამარაშვილის, რევაზ ურიდიას, კოდალოს, ლოტკინის, ზედაუბნის, კამალოვის, სამღერეთის, პიონერის, ლევან ქართლელიშვილის, კახიანის, სართანიას, ლადო მესხიშვილის, კიკნაძის, კურნატოვის, თამარაშვილის, მაღაროს, ეკლესიის, კობალაძის, ზედაზენის, კალიუჟინის, მიქატაძის, დობროლიუბოვის, ხიმშიაშვილის, მახალდიანის, ცოტნე დადიანის, ოლგა კონსკაიას, ხუდადოვის, თოფურიძის, სურგულაძის, ნოე ჩხიკვაძის, ეროსი მანჯგალაძის, ჩოხატაურის და ალილუევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნანეიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

იტვირთბა....