ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ფრონტერა” საქართველოსგან კომპენსაციის სახით $3.5 მლრდ-ს ითხოვს

ამერიკული ენერგოკომპანია Frontera, რომელიც საქართველოში 1997 წელს შემოვიდა, ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან (GOGC) კომპენსაციის სახით $3.5 მილიარდს მოითხოვს. დღემდე საქართველოში ბუნებრივი აირისა და ნავთობის ადგილობრივი მოპოვება მთლიანი ენერგომოხმარების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.

“ფრონტერა” საქართველოში ორი შპს-ის მეშვეობით შპს „ფრონტერა ისტერნჯორჯიასა” და “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია”-ს მეშვეობით ოპერირებს. მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან, ტარიბანის ველზე, მწარეხევში და სოფელ მირზაანში მდებარე (გარე კახეთი) ინფრასტრუქტურაზე, ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებასა და მოპოვებით სამუშაოების აღმოსავლეთ საქართველოში “XII სალიცენზიო ბლოკზე”.

“პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულება” – ეს არის შევარდნაძის დროს, “ფრონტერასთან” გაფორმებული ხელშეკრულების სახელი, დოკუმენტი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს და საჯარო არ არის. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, კომპანიის მერ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაც განიხილებოდა.

“საქართველოს ფიქლის ბუნებრივი აირის მოპოვებით ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება და ექსპორტიორად გახდომა შეუძლია” – ეს განცხადება 2016 წელს, Frontera-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკანდროსმა Atlantic Council-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამ განცხადებიდან ცოტა ხანში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 17%-ით გაიზარდა. თუმცა შემდეგ ნატელი გახდა, რომ აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. რადგან “ფრონტერას” შესაბამისი დასაბუთება არ წარმოუდგენია. ამ წელსვე აღნიშნულ კომპანიას საქართველოსთვის $30 მილიონი უნდა გადაეხადა, რაც არ გადაუხდია და ამ გადახდაზე პასუხისმგებელი კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო.

2018 წლის აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” და “საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ” Frontera-ს მიერ საქართველოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დარღვევის გამო საარბიტრაჟო დავა დაიწყეს.

თუმცა, “ფრონტერამ” ქართული მხარის წინააღმდეგ საპასუხო საარბიტრაჟო დავა წამოიწყო და მიუღებელი მოგების ანაზღაურება მოითხოვა.

KPMG-ის მიერ მომზადებულ აუდიტორულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გაზისა და ნავთობის კორპორაცია მიიჩნევს, რომ Frontera-ს სარჩელი უსაფუძვლოა და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მათი პოზიციის გათვალისწინების ალბათობა მინიმალურია.

2019 წლის იანვარში Frontera ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან (AIM) მოიხსნა. ვაჭრობიდან მოხსნის მიზეზს საფონდო ბირჟაზე Frontera-ს დანიშნული მრჩევლის, კომპანია Cairn Financial Advisors პოზიციიდან გადადგომა წარმოადგენდა, ხოლო ასეთი მრჩევლის არსებობა კი, თავად აღნიშნული ბირჟის მოთხოვნას წარმოადგენდა. მაშინ Cairn Financial Advisors-მა გადადგომის მიზეზი არ დაასახელა. იქამდე კომპანიის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებში სოლიდური ზარალი იყო მითითებული.

საქართველოსა და “ფრონტერას” შორის მიმდინარე დავის შესახებ განცხადებები ვაშინგტონში გაკეთდა.

“თუ საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოში მოღვაწე ამერიკელ მოქალაქეებთან თუ ბიზნეს-კომპანიებთან გაფორმებული ხელშკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა დადასტურდება, მთავრობასა და ამ დარღვევებთან დაკავშირებულ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოსნებს სანქციები დაუწესდეთ“- აღნიშნული განცხადება, 2019 წლის 28 თებერვალს კონგრესმენის მარკვეინ მულინის მიერ წარდგენილ კანონპროექტში წერია.

ცოტა ხნის წინ კი, დავა საარბიტრაჟო სასამართლოში გადავიდა, საქმის განმხილველი არბიტრები ორივე მხარის მიერ არის შერჩეული.

“საარბიტრაჟო წარმოება Frontera​ Resources Georgia Corporation-ის წინააღმდეგ დაიწყო კონტრაქტიდან გამომდინარე და კონტრაქტით გათვალისწინებული დავის მექანიზმების გამოყენებით. არბიტრაჟი მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებული UNCITRAL-ის საარბიტრჟო წესების მიხედვით. მხარეებმა პარიტეტულ საწყისებზე ჩამოაყალიბეს საარბიტრაჟო ტრიბუნალი. არბიტრაჟის ერთი წევრი კორპორაციისა და სააგენტოს მიერაა დანიშნული, მეორე – Frontera​ Resources Georgia Corporation-ის მიერ, ხოლო მესამე მათ მიერ შერჩეულია. ამდენად, დავის განმხილველი არბიტრაჟი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. დავის დაწყების დღიდან ქართული მხარე (საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო) თავს იკავებს კომპანიის საქმიანობაში ყოველგვარი ზედმეტი ჩარევისგან. ჩვენ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მოლოდინში ვართ და ვიმოქმედებთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, აბსოლუტურად ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ კორპორაციის ან სააგენტოს დევნის ან ექსპროპრიაციის მცდელობებს მიმართავს”, – ამბობს GOGC-ის მრჩეველი ვაჟა ხიდაშელი.

როგორც კორპორაციის წარმომადგენელი ამბობს, “ფრონტერამ” მათ მორიგება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

“საარბიტრაჟო წარმოების დაწყების დროიდან და მანამდეც Frontera Resources მიმართავდა აქტიურ ლობისტურ კამპანიას აშშ-ში, რომლის მიზანი, ჩემი შეფასებით, იყო ქართულ მხარეზე ზეგავლენის მოხდენა და დავის თავიდან აცილება. ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისში მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ნავთობისა და გაზის სააგენტოს, აშშ-ში საქართველოს საელჩოს და აშშ-ის სენატის და წარმომადგეობითი პალატის იმ წევრებს შორის, რომელთაც შეშფოთება გამოთქვეს Frontera​ Resources Georgia Corporation-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების თაობაზე. მათ მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები. ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საუბარია კომერციული ურთიერთობიდან გამომდინარე დავაზე და რომ ქართული მხარე კანონიერების პრინციპის და მხარეებს შორის არსებული კონტრაქტის ნორმების სრული დაცვით მოქმედებს. გადაწყვეტილება საარბიტრაჟო წარმოების დაწყების შესახებ იმას უკავშირდებაა, რომ ქართულ მხარეს სერიოზული საფუძველი აქვს ამტკიცოს „ფრონტერას“ მიერ სახელშეკრულებო პორობების შეუსრულებლობა ფაქტი, თუმცა ჩვენ დაველოდებოდით საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას და ჩვენი შემდგომი მოქმედებაც ამ გადაწყვეტილების პატივისცემით და სრული დაცვით წარიმართება. ადრესატებს შორის კონგრესმენი მულინიც იყო, რომელმაც, თუ სწორედ მახსოვს, გამოთქვა მოსაზრება უთანხმოების მედიაციის გზით მოგვარების თაობაზე, რასაც ჩვენ თანხმობით ვუპასუხეთ, თუმცა Frontera​ Resources Georgia Corporation-ის უარის გამო ეს იდეა ვერ იქნა განხორციელებული”, – ამბობს ვაჟა ხიდაშელი

იტვირთბა....