“ბევრი ადამიანი ინტერესით ელოდება – ვისარგებლებ თუ არა კანონით მონიჭებული ადგილმონაცვლეობის უფლებით, რის საშუალებასაც 2016 წლის საპარლამენტო სიით განსაზღვრული რიგითობა მაძლევს. მე როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ -ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოგმართავთ თხოვნით, რათა ამომიღოთ საპარლამენტო სიიდან, ფორმალურად კანონიერი, მაგრამ რეალურად უსამართლო შესაძლებლობის წარმოშობამდე”
ზაქარია ქუცნაშვილი – ყოფილი დეპუტატი
“ინეტრპრესნიუსი”
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს და მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.