ადვოკატი და სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის ზვიად კუპრავასთან და რამოდენიმე ადამიანთან ერთად, რესტორანში “მიშა მაგარიას” მღერიან.
“შუაგულ საბურთალოზე, რესტორანი, სხვადასხვა ჯგუფი და ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები!
მიშა მაგარიაზე აცეკვებული დარბაზი და მხოლოდ ორიოდე ჩაქოცებული ქოცი თავისთვის ფრჩხილებ-მკვნეტარე” – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
ვიდეო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გააზიარა და აღნიშნა რომ – “სინამდილეში მაგრები არიან ქართველი ახალგაზრდები”.
https://www.facebook.com/lasha.cucqiridze.1/videos/2713580695388438/