ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კონგრესმენ მალინის წერილი შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო სერიოზულად აღქმული, რომ არა აპელირება ფრონტერაზე” – შარაშენიძე

“კონგრესმენის წერილი შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო სერიოზულად აღქმული, რომ არა აპელირება “ფრონტერაზე”, – ასე შეაფასა “მეტრონომთან საუბრისას ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის ღია წერილი.

შარაშენიძის აზრით, მხოლოდ “ფრონტერაზე” აპელირებით, კონგრესმენმა საფუძველი მისცა ხელისუფლების დამცველებს, ეთქვათ, რომ მალინი ერთ კომპანიას ლობირებს.

“ამ კონგრესმენს რომ ელაპარაკა უფრო სერიოზულად, მან ილაპარაკა “ფრონტერას” პრობლემებზე. “ფრონტერა” დიდი ხანია საქართველოშია და მაინცდამაინც კარგი რეპუტაცია არ აქვს. მე ვიცი, რომ საქართველოში ამერიკულ კომპანიას მართლა აქვს რაღაც პრობლემები. კონგრესმენს რომ ელაპარაკა უფრო მეტზე, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. მხოლოდ ფრონტერაზე აპელირებით, მან რეალურად საფუძველი მისცა ხელისუფლების დამცველებს, რომ ეთქვათ, რომ ეს კონგრესმენი ლობირებს ერთ კომპანიას. ასე რომ, ჯერჯერობით სასწაული, სახიფათო წერილი არ მგონია”, – უთხრა “მეტრონომს” თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა, მარკუეინ მალინიმ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....