“აბსოლუტურად არაადეკვატურია “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა პასუხი. საუბარი იმაზე, რომ რომელიმე კონგრესმენი არ არის წონადი, აბსურდი და შეურაცხმყოფელია. ჩვენ პრაქტიკულად თვეში ერთხელ ვიღებთ ძალიან კრიტიკულ წერილებს ხელისუფლების მიმართ. სამწუხაროა ყველაზე მეტად ის, რომ ეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას აზარალებს. ივანიშვილი და “ქართული ოცნება” არის ჩვენი ქვეყნის უკვე საერთაშორისო სირცხვილი”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნული განცხადებით ჟურნალისტებთან საუბრისას უგულავა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის ღია წერილს გამოეხმაურა.