ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” შესაძლოა შემდეგ თვეში თურქეთის საპყრობილედან გათავისუფლდეს, რადგან როგორც თურქული გაზეთი Daily Sabah წერს, ოფიციალურმა თბილისმა მისი ექსტრადიცია არ მოითხოვა.
38 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი “ლავასოღლი” წითელი ცირკულარით იძებნებოდა და იგი ტრაბზონში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. თუმცა, როგორც ირკვევა, მას წინასაექსტრადიციო ვადა თებერვალში ეწურება და თურქული მხარე მას გაათავისუფლებს. უფრო მეტიც Daily Sabah წერს, რომ მიუხედავად ოფიციალური ანკარის ზეწოლისა ქართული მხარის მიმართ, ის ვერაფერს გახდა. თავის მხრივ, როგორც ჩანს, ოფიციალური თბილისი გაურბის ავორიტეტული, ე.წ. კანონიერი ქურდის საკუთარ ტერიტორიაზე გადაყვანას. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ცდილობს კანონიერი ქურდის ამ მეთოდით ავტომატურად გათავისუფლებას. ამის შესახებ წერს “პრაიმკრაიმი”.
Daily Sabah-ის ინფორმაციით, მინდია გორაძეს თურქმა სამართალდამცველებმა დაკავების დროს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.
გამოცემა “პრაიმკრაიმი” საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის სიტყვებს ციტირებს, რომლის მიხედვითაც მინისტრი აცხადებს, რომ პროცედურები დღემდე გრძელდება და თურქულმა მხარემ მინდია გორაძე, სწორედ ქართული მხარის მოთხოვნით დააპატიმრა.