ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში ერთდროულად 3 საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი ჯერ ერთ სახლს, სავარაუდოდ, სახურავიდან გაუჩნდა, შემდეგ კი სხვა სახლებზეც გავრცელდა.

ადგილზე  სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....