დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ხის სახელოსნოში ხანძარი გაჩნდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ცნობით, ხის სახელოსნოში ხატების ჩარჩოებს აკეთებდნენ. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.