aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხელვაჩაურში ხანძარს ხანდაზმული ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხელვაჩაურის სოფელ შარაბიძეებში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები ხანდაზმული ცოლ-ქმარი არიან. დაშავებულია მათი შვილი. 40 წლამდე მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი სხეულის დამწვრობით.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებულ მამაკაცს ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

არსებული ცნობით, ხანძრის დროს სახლში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა იგი არ დაშავებულა. ხანძარი ორ სართულიან შენობაში პირველ სართულზე გაჩნდა.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.

იტვირთბა....