მთავარი ციტატა

“აშშ-ის მხრიდან ყოველდღიურად მკაცრდებოდა ტონი ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ”

„ჩვენ თუ დავაკვირდებით ქრონოლოგიას, როგორ ვითარდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში მოვლენები, კარგად ვნახავთ, რომ აშშ-ის მხრიდან ყოველდღიურად მკაცრდებოდა ტონი ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ. დავიწყოთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რომელსაც მოჰყვა ასევე კონგრესმენების განცხადება და კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ არც ერთ ნაბიჯს აღარ აპატიებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც იქნება გადადგმული დემოკრატიის საწინააღმდეგოდ. ძალიან სწორად აფასებენ საქართველოში შექმნილ ვითარებას ჩვენი ამერკელი პარტნიორები”

ზაალ უდუმაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრი, მარკუეინ მალინი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს,  გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართავს.

კონგრესმენი შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....