გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის გადაწყვეტილებით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სამეფო უმაღლესობის სტატუსით ვეღარ ისარგებლებენ.
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ დედოფალი განცხადებაში საუბრობს:
„მრავალთვიანი საუბრებისა და ბოლოდროინდელი განხილვების შემდეგ, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიპოვეთ კონსტრუქციული და მხარდამჭერი გზა ჩემი შვილიშვილისა და მისი ოჯახისთვის.
ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩემი ოჯახის უსაყვარლესი წევრები. ვაღიარებ გამოწვევებს, რომლებიც მათ გაიარეს ინტენსიური დაკვირვების შედეგად ბოლო ორი წლის განმავლობაში და მხარს ვუჭერ მათ სურვილს, უფრო დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ამ ქვეყნაში, თანამეგობრობასა და მის ფარგლებს გარეთ თავდადებული მუშაობისთვის და კერძოდ, ამაყი ვარ, თუ როგორ სწრაფად გახდა მეგანი ჩვენი ოჯახის წევრი. მთელი ჩემი ოჯახი იმედოვნებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს მათ, დაიწყონ ბედნიერი და მშვიდი ახალი ცხოვრების მშენებლობა“, – ნათქვამია ელისაბედ მეორის განცხადებაში.
განცხადებას აქვეყნებს ბუკინგემის სასახლეც, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ჰარი და მეგანი სამეფო უმაღლესობის სტატუსით ვეღარ ისარგებლებენ. გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის გაზაფხულიდან შევა.