ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მისი თქმით, ტრანსგენდერ ქალებს რამდენიმე პირმა შეურაცხყოფა მიაყენა, გამოძახებული პატრული კი მათ მიმართ იყო აგრესიული
“ტრანსგენდერ ქალებს მძიმედ უწევთ ცხოვრება და ნერვული სისტემა წესრიგში არ აქვთ. პატრული თავად იყო აგრესიულად და ტრანსფობიურად განწყობილი, ესაუბრებოდნენ აგდებულად. სამოქალაქო ფორმაში, შავებში ჩაცმულ ადამიანს ვეუბნებოდი, ასე ნუ ელაპარაკები, სახეში ჩაგაფარებ-მეთქი. ჩამტენეს მანქანაში”, – ჰყვება ფერაძე.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ცოტა ხნის წინ დააკავეს. ის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერი ქალებისთვის შეშის მიტანის მიზნით იმყოფებოდა. როგორც თვითონ აღნიშნა “ფეისბუქ” ლაივში, პოლიცია ჰომოფობიურად ექცეოდა ტრანსგენდერ ქალებს.