ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე “აჭარის ტელევიზიასთან” სატელეფონო ინტერვიუში განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, მსჯავრდებული დეკანოზის ფიზიკური მდგომარეობა კრიტიკულია და მას პარალიზებული ფეხი ორი სანტიმეტრით დაუმოკლდა.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულად არის, სასჯელაღსრულების ექიმებიც იყვნენ შესულები, პარალიზებული ფეხი გაუზომეს და ორი სანტიმეტრით არის დამოკლებული. ეს იმას ნიშნავს, რომ სათანადო მკურნალობა ვერ უტარდება და შედეგი სახეზე არის. ამიტომაც ჩვენ, “ბიემსის” ჯგუფი ამზადებს სარჩელს გადავადებასთან დაკავშირებით, რომ ელემენტარულად ჩემს ძმას ჩაუტარდეს ადექვატური მკურნალობა და მინიმუმ ინვალიდი არ დარჩეს ეს ადამიანი.” – აცხადებს დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის დეკანოზი მამალაძე ვერ მოხვდა.