ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერიამ სოციალურად დაუცველების კვებითი უზრუნველყოფისთვის 1 ლარი და 29 თეთრი დაადგინა

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველების კვებითი უზრუნველყოფისთვის ახალი ტარიფი დაადგინა. თანხა 1 ლარს და 29 თეთრს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველებისთვის სხვადასხვა ტარიფები იქნება თბილისის სხვადასხვა უბნებში.

ოპოზიცია პროტესტს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ეს თანხა არ არის საკმარისი ადამიანის გამოსაკვებად. მითუმეტეს, როდესაც 1 ლარ და 29 თეთრშივეა გათვალისწინებული დისტრიბუციაზე, მომსახურე პერსონალზე და კომუნალურებზე გადასახდელი თანხა.

“1 ლარსა და 29 თეთრში შედის გადასახადი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მინიმუმ 20 თეთრი მოაკლდება ამას. გადასახადში დედის ქირის ფული, კონკრეტული ადამიანების ანაზღაურება, კომუნალური გადასახადები და თუ ჩვენ ამ ტანხას გადასახადებს გამოვაკლებთ, მივალთ იქამდე, რომ რეალურად 1ლარი და 29 თეთრი არ არის გამოყოფილი საკვებზე, ეს თანხა შეადგენს 70-დან 80 თეთრს” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი.

იტვირთბა....