ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კანადა თეირანში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული კანადის მოქალაქეების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავის დროს დაღუპულ კანადის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, ყველა კანადელი დაღუპულის ოჯახი კომპენსაციის სახით 25 000 დოლარს მიიღებს.

„თუმცა მინდა ნათლად გამოვხატო: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ირანი ამ ოჯახებს კომპენსაციებს გადაუხდის. თუმცა მე მათ შევხვდი და მათ არ შეუძლიათ კვირები იცადონ. მათ მხარდაჭერა ახლა სჭირდებათ“,- განაცხადა ტრუდომ.

შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა.

ირანელმა სამხედროებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგის“ შეცდომით ჩამოგდება 11 იანვარს აღიარეს.

იტვირთბა....