ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავსტრალიის აღმოსავლეთით მოსახლეობა წყალდიდობას ებრძვის

“როიტერსის” ცნობით, ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობას ებრძვიან. არსებული ინფორმაციით, ქვინსლენდის შტატის სანაპირო ზოლში წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, წვიმას კი თან ძლიერი ქარი ერთვის.

სტიქიის გამო ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში საავტომობილო გზები დახურეს, გარდა ამისა, მოსახლეობა დასახლებებში ნავებით გადაადგილდება.

წყალდიდობის პარალელურად, ავსტრალიაში, სხვა მეზობელ შტატებში, ამ დრომდე ებრძვიან ხანძარს.

შეგახსენებთ, სტიქიის ზონაში მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ტყის ხანძრებს 29 ადამიანი ემსხვერპლა.

 

იტვირთბა....