ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და, რა თქმა უნდა, როგორმე საერთო ენა უნდა გამოვნახოთ“ – სერგეი შამბა

პარტია „ედინაია აბხაზიას“ ლიდერი, სერგეი შამბა განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად, საჭიროა მშვიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ინფორმაციას ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მართებულად არის აღნიშნული, რომ პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად და მნიშვნელოვანი შედეგების მისაღებად, აუცილებელია სამშვიდობო შეთანხმების დადება და იმ პოლიტიკაზე უარის თქმა, როდესაც აფხაზეთს უწოდებენ ოკუპირებულ ტერიტორიას და ყველაფრის ისე წარმოჩენა სურთ, თითქოს, ჩვენი ქმედებები რუსეთისგან არის ნაკარნახევი. ჩვენ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს და ამ დოკუმენტით ვიმოქმედებთ. როდესაც ასეთი დრო დადგება, იქნება რეალური შედეგი. ახლა კი, საუბარი იმაზე, რომ საჭირო არ არის დიალოგი, სისულელეა. მე ვერ წარმომიდგენია, ამას როგორ ამბობენ ჭკვიანი ადამიანები. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და, რა თქმა უნდა, როგორმე საერთო ენა უნდა გამოვნახოთ“, – აცხადებს შამბა.

დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აფხაზური მხარე გაკვირვებულია პირდაპირი დიალოგის დასაწყებად საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი მზადყოფნის შესახებ ინფორმაციით.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგი უნდა იყოსროგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს.

იტვირთბა....