„მინდა, თქვენთვის გასაგები იყოს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პოლიტიკა, კერძოდ, ლენინგორის (ახალგორი) რაიონში, სადაც გარედან დაძაბულობის შექმნის მცდელობებს აქვს ადგილი. არ შეიძლება იყოს ისე, რომ სახელმწიფოს ერთ ნაწილში არსებობდეს პრობლემები, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. თუ თქვენ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს ერთად. სწორედ ამიტომ, რაზდახანში საზღვარი დახურული იქნება მანამ, ვიდრე სოფელ უისტას (წნელისი) მიდამოებში უკანონო საგუშაგო არ გაუქმდება“
ანატოლი ბიბილოვი – ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი
ბიბილოვმა აღნიშნული განცხადება რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.