ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება, სადაც საუბარია საკადრო ცვლილებებზე და როგორც აღნიშნავს, გიორგი გახარიას განცხადება “ჰგავს :ისეთი კაცის განცხადება, საკუთარ თავზე რომ ეტირება“.
გოგიჩაიშვილის შეფასებით, გიორგი გახარია არის ფორმალური პრემიერ-მინისტრი, რეალურად კი მას გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად არ შეუძლია.
„გახარიას ოფიციალურად პრემიერის თანამდებოდა უკავია, მაგრამ რეალურად ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებში ის გადაწყვეტილებას ვერ იღებს. როდესაც ხარ ჩეულებრივი მარიონეტი, პრემიერად კი არა, მონარქად რომ აგირჩიონ, შესაძლოა ჩვეულებრივი ბუტაფორია იყო. გახარიას განცხადება არის ისეთი კაცის განცხადება, საკუთარ თავზე რომ ეტირება|,-აცხადებს გოგიჩაიშვილი.
გოგიჩაიშვილის თქმით, გახარიას მხოლოდ მაშინ შეეძლება ნამდვილი პრემიერი იყოს, როცა “ჩახსნის ივანიშვილის ინტერესებს”.
„მე საერთოდ ვფიქრობ, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრობა არ უნდოდა. შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლიც კია. მას უთხრეს, უნდა გახდე პრემიერი, გუნდს სჭირდება და ა.შ. შესაძლოა მას შსს-ის მინისტრობის დროს გადადგომაც კი უნდდოა, მარა გუნდმა ის არ გაუშვა. მას დღეს აქვს შესაძლებლობა, იყოს პრემიერი, გადააყენოს მინისტრები, ჩახსნას მათ შორის ივანიშვილის ინტერესები. ამ შემთხვევაში შეუძია მხოლოდ მას რომ იყოს პრემიერ-მინისტრი“-ჰანაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
“მოდი, ფინალს დაველოდოთ, ნუ ჩქარობთ”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, ჩაანაცვლებს თუ არა მას მთავრობის მეთაურის პოსტზე პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.