“სწორი იყო ირაკლი შოთაძის გადადგომა, მაგრამ დღეს არასწორია მისი დაბრუნება… ადამიანი, რომელიც იყო ერთხელ ხელმძღვანელი და მოუწია გადადგომა, ეს არ იყო მხოლოდ მისი კეთილი ნება, სიტუაციიდან გამომდინარე მოუწია, პროკურატურაც ჩიხში შევიდა ამ გახმაურებული საქმის გამო. მისი დაბრუნება არ მოემსახურება უკეთესი პროკურატურის ჩამოყალიბებას”
დიმიტრი ცქიტიშვილი – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი
“ტვ პირველი”
დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი.
საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორის, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.
შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტიდან ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ გადადგა.