ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

„მიუ იურკ თაიმსის“ ცნობით,    ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი მის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან განხორციელებული სატელეფონო ზარის გამო დაიწყო.

დონალდ ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის ხელშეშლას ედავებიან. იმპიჩმენტის ბრალდების მიხედვით, დონალდ ტრამპმა უკრაინის ხელისუფლებაზე ზემოქმედება სცადა, რათა მათ გამოძიება დაეწყოთ ტრამპის ოპონენტის – პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინას 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება შეუჩერა.

“ნიუ იორკ ტაიმსის” ცნობით, იმპიჩმენტის ფარგლებში მოძიებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ხმოვანი მესიჯები.

სენატში უშუალოდ იმპიჩმენტის საქმის განხილვა 21 იანვარს დაიწყება.

იტვირთბა....