„ენდიაის” კვლევებს რაც შეეხება, გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ ყველა, სხვადასხვა სახის კვლევები იმის მაგივრად, რომ გახდეს გარკვეული დასკვნებისა და ანალიზის საფუძველი, ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა. ამიტომ ამ კვლევებთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია გარდა იმისა, რომ საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს და დაველოდოთ“
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი
აღნიშნული განცხადება გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.
შეგახსენებთ, NDI-იმ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გუშინ, 16 იანვარს გამოაქვეყნა.