ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თუ საქართველო კვლავ არ დათანხმდება ლავასოღლის მიღებას, თურქეთს მოუწევს მისი გათავისუფლება” – თურქული მედია

საქართველო უარს აცხადებს მიიღოს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე მინდია ლავასოღლი, რომლის ექსტრადიციასაც ქვეყანაში თურქეთი გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის ბოლო ვადა თებერვალში იწურება და თუ თბილისი მის მიღებაზე კვლავ უარს განაცხადებს, ანკარას მოუწევს მისი გათავისუფლება.

ლავასოღლი, იგივე მინდია გორაძე, რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნებოდა, 2018 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, თუმცა, ცოტა ხანში ხელახლა დააკავეს.

„მას შემდეგ თურქეთი ცდილობს დიპლომატიური არხებით ზეწოლა მოახდინოს თბილისზე მის ექტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ“,- წერს თურქული მედია.

იტვირთბა....