“მოდი, ფინალს დაველოდოთ, ნუ ჩქარობთ”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, ჩაანაცვლებს თუ არა მას მთავრობის მეთაურის პოსტზე პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
“თქვენ ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც დაგასპოილეროთ გინდათ? დაელოდეთ ფინალურ სერიას”, – უთხრა გახარიამ ჟურნალისტებს გარდაბანში, სადაც თბოელექტროსადგური 2-ის გახსნის ცერემონიას დაესწრო.