ახალი ამბები საზოგადოება სოციალური ქსელი

ინსტაგრამი ფოტოშოპით დამუშავებულ ფოტოებს დაფარავს

The Verge ინფორმაციით, სოციალური ქსელი “ინსტაგრამი” ფოტოშოპით დამუშავებულ ფოტოებს დაფარავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სიახლე უკვე ამოქმედდა, ამაზე საუბარი კი დეკემბერში დაიწყო, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლას დაიწყებდა.

“ცრუ ინფორმაცია” – ამ წარწერით გამოჩნდება ღილაკი, რომელიც ციფრულად დამუშავებულ ფოტოებს ამხელს. აღნიშნული ფილტრის მოსახსნელად “ნახვის” ღილაკისთვის დაჭერა მოგიწევთ, რომ დაინახოთ რეალური ფოტო.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ციფრულ ხელოვანებს დაბრკოლება არ შეექმნებათ და ისინი შეძლებენ საკუთარი ნამუშევრების საზოგადოებაზე ისე მიწოდებას, როგორც თავად სურთ.

იტვირთბა....