ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფონდი “ახალი სიცოცხლე” მის სტიპენდიანტებთან ერთად, სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა

ფონდი ახალი სიცოცხლე და მისი დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი, ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში, რომელიც  წარჩინებული მოსწავლეების წახალისებას ყოველთვიური სტიპენდიით გულისხმობს, სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლას ეწვია.

როგორც ყველასთვის ცნობილია, ფონდი ახალი სიცოცხლე, წარჩინებულ მოსწავლეებს სტიპენდიით ასაჩუქრებს. ეთუნა მარტიაშვილი- IX კლასი; მარიამ მკალავიშვილი- X კლასი; ანი ბარაჩაშვილი- X კლასი – ეს ის სამი მოსწავლეა რომელიც სტიპენდიანტთა სიაში მოხვდა.

სწორედ, ფონდისა და სტიპენდიანტების დახმარებით აირჩა სამი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი და ფონდის სახელით გადაეცა როგორც საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე ბავშვებისთვის სათამაშოები.

“მეტრონომი” ასევე ესაუბრა , სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის დირექტორს გიული ხარხელს.

დირექტორის თქმით უკვე მეორე წელია რაც ფონდი ,”ახალი სიცოცხლე”  მათ სკოლასთან მეგობრობს და ამჯერად ბატონმა დავით ბეჟუაშვილმა ფონდის სტიპენდიანტებთან ერთად საახალწლო საჩუქრები გადასცა მრავალშვილიან შეჭირვებულ ოჯახებს, რომლების თავად სტიპენდიანტების მიერ შეირჩა.

“აუწერელი იყო ბავშვების, თუ მათი მშობლების სიხარული, ვერ მალავდნენ ემოციებს, გზაში გვეწეოდა მშობლების მესიჯები, რომლებიც მადლიერებას გამოხატავდნენ მათი შვილების გახარებისათვის.

თუმცა მათი ქველმოქმედება ამით არ შემოიფარგლება:

ფონდი “ახალი სიცოცხლე”  წარჩინებულ მოსწავლეებს ყოველთვიურ ფულად სტიპენდიას  გადასცემს და ეს სტიმული აღმოჩნდა ბევრი სხვა მოსწავლისათვის, გაზარდა მათი მოტივაცია და უბიძგა უკეთესი სწავლისადმი, რამაც კიდევ უფრო  აამაღლა სწავლის ხარისხი სკოლაში” – აცხადებს “მეტრონომთან საუბარში, სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის დირექტორი გიული ხარხელი.

ფონდისა და სტიპენდიანტების შერჩეული ოჯახებიდან ორს – 5 შვილი ყავს, მეორე ოჯახი კი მეექვსე ბავშვს ელოდება. სამი ოჯახიდან ერთ-ერთს, სადაც ბებია და შვილიშვილები ცხოვრობენ, საცხოვრებელი დაეწვათ და ახლა საკუთარი ხელით აშენებული ე.წ. გიფსო-კარდონის სახლში ცხოვრობენ.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ფონდი ახალი სიცოცხლისთვის და დავით ბეჟუაშვილისთვის ეს ღონისძიება არ არის ერთჯერადი და მას პერმანენტული სახე აქვს. წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სადაც სტიპენდიანტები აქტიურად იქნებიან ჩართულები სოციალურ აქტივობებში.

 

 

იტვირთბა....