თბილისის მერი, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა NDI-ის კვლევის იმ შედეგებს, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში კალაძე 34%-ით ლიდერობს.
“ჩემს რეიტინგს რაც შეეხება, მე ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება პირადად ჩემს მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ. ასე რომ, ძალიან კარგად გვაქვს ჩვენ ეს ურთიერთობები ხალხთან აწყობილი. მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს ურთიერთობები და მიდგომები”, – განაცხადა კალაძემ, რომელმაც კომენტარი, ზოგადად, NDI-ის კვლევებზეც გააკეთა.
“NDI-ის კვლევებს რაც შეეხება, მე იგივე პოზიცია მაქვს, რასაც აქამდე ვსაუბრობდი. მე მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები, რომ საზოგადოება გარკვეუწილად შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა არავის არაფერი არ გამოუვა”, – უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, NDI-მ კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. კვლევის დროს გამოკითხულთა 34%-მა კახა კალაძის საქმიანობა დადებითად, ხოლო 22%-მა უარყოფითად შეაფასა.