ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია, გამოკითხულთა მოსახლეობის 33 პროცენტი მიიჩნევს, რომ არის, 53 პროცენტი ფიქრობს, რომ არა, ხოლო 8 პროცენტმა არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.