ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შეკითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას – გამოკითხულთა 20% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს; 14% პასუხზე უარს აცხადებს; ასევე 14% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 13%;
12%-მა არ იცის.
„ევროპული საქართველო“ – 8%; „ლეიბორისტულ პარტია“ – 5%.
ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.