მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” წევრმა, კახა კოჟორიძემ, “ფორმულას” ეთერში, განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ის ადამიანები დატოვა სისტემაში, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევით იყვენენ დაკავებულები.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა წარმატებით გადაიბარა ის სისტემა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებობდა.
„თუ ჩვენ ვისაუბრებთ მართლმსაჯულების სისტემაზე, ჩვენ ვხედავთ და ამის უამრავი ფაქტი არსებობს, რომ „ოცნებამ“ წარმატებით გადაიბარა ის სისტემა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებობდა. იმის ნაცვლად, რომ მოეხდინა ფუნდამენტური ცვლილებები, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევით იყვენენ დაკავებულები, დატოვა ამ სისტემაში.
დატოვა ეს ხალხი და მათ მისცა ახალი დავალება – ადრე თუ თქვენ გიკვეთავდათ პოლიტიკურ დევნას „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა მე დაგიკვეთავთ და თქვენ თუ არ შეასრულებთ ამ დაკვეთას, ადვილია თქვენი გათავისუფლება. დისკრედიტირებული ადამიანები აწყობს – ქართული ოცნება თავისი ჰაბიტუსით არის ასეთი წარმონაქმნი, რომელსაც აწყობს მის სისტემაში მუშაობდნენ დისკრედიტირებული ადამიანები“, – განაცხადა კოჟორიძემ.