ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“დღეს ამერიკელი ჯარისკაცია საფრთხის ქვეშ, ხვალ შესაძლოა, ევროპელი ჯარისკაცი იყოს” – ირანის პრეზიდენტი

უცხო ქვეყნებმა ახლო აღმოსავლეთიდან ჯარები უნდა გაიყვანონ, რადგან მათ შესაძლოა „საფრთხე შეექმნათ“ – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანისი ავრცელებს.

„დღეს ამერიკელი ჯარისკაცია საფრთხის ქვეშ, ხვალ შესაძლოა, ევროპელი ჯარისკაცი იყოს“,-განაცხადა როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვის დროს.

მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ირანის ბირთვული შეთანხმების დავების მექანიზმი აამოქმედეს. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება ირანმა სრულიად მიმდინარე წლის 5 იანვარს დატოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბირთვულ შეთანხმებაში ჩართულ მხარეებს ახალი ხელშეკრულების დადება 8 იანვარს შესთავაზა.

იტვირთბა....