ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საბჭოთა გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში რუსეთს დღესაც შთააგონებს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, „გალერია მანეჟში“ გამართულ წლიური მიმართვის დროს განაცხადა, რომ საბჭოთა გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში რუსეთს დღესაც შთააგონებს.

მისი თქმით, რუსეთი აპირებს, რომ შექმნას ომთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მსოფლიოს უდიდესი არქივი და მსოფლიოს „სიმართლე“ დაუმტკიცოს, რადგან ომთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება.

„ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი გმირების ხსოვნა“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები უგულვებელყოფენ იმ მსხვერპლს, რომელიც საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დროს გაიღო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნები თავიანთი პოზიციის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. ვლადიმერ პუტინმა, ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას „სამარცხვინო ტყუილი“ უწოდა. რეზოლუციის თანახმად, 1939 წელს გაფორმებულმა „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა“ მეორე მსოფლიო ომს საფუძველი დაუდო.

იტვირთბა....