ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს მთავრობამ ივნისში გადაჭარბებული ძალა გამოიყენა” – Human Rights Watch

საქართველოში 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს განვითარებული მოვლენები, სამართალდამცველთა ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, მედია პლურალიზმისთვის შექმნილი საფრთხეები და შრომის უსაფრთხოების არასაკმარისად დაცვა – ამ პრობლემებზე ,,ჰიუმან რაითს ვოჩის” ყოველწლიურ ანგარიშშია საუბრაი.

„საქართველოს მთავრობამ ივნისში გადაჭარბებული ძალა გამოიყენა დიდწილად არაძალადობრივი საპროტესტო აქციის დასაშლელად. დააკავა და დაზიანებები მიაყენა მრავალ ადამიანს, პასუხისმგებლობის დაკისრება კი დიდწილად ცალმხრივად მიმდინარებს,” – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე მოხვდა „ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებული საკანონმდებლო ცვლილებები.

„დემონსტრანტები მოითხოვდნენ ვადამდელ არჩევნებს და ცვლილებებს არსებულ შერეულ საარჩევნო სისტემაში, რომელიც მმართველ პარტიას არაპროპორციულ უპირატესობას ანიჭებს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

იტვირთბა....