ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიდუბის ავტოსადგურზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა

დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....