ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლელო საქართველოსთვის” BBC-ის რუსული სამსახურისგან ბოდიშსა და ინფორმაციის გასწორებას ითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, BBC-ის რუსული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აფხაზეთის სუვერენულ ერთეულად მოხსენიებას, დაუშვებლად მიიჩნევს.

“13 იანვარს გავრცელებულ სიახლეში აფხაზეთის კრიზისის შეფასებისას გამოყენებულია შემდეგი სიტყვები: „აფხაზეთის პრეზიდენტი“ და „აფხაზეთის პარლამენტი“, რაც წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი საზღვრების უგულვებელყოფას, საქართველოს სუვერენიტეტის და ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფას.

კატეგორიულად მიუღებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საგარეო სამინისტროს ჯერაც არ ჰქონია რეაქცია. BBC-ის რუსეთის სამსახურს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ ჩაასწოროს მცდარი ინფორმაცია და მოიხადოს ბოდიში საქართველოს სუვერენიტეტის ხელმყოფი ინფორმაციის გავრცელების გამო”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პოლიტიკურმა გაერთიანებამ გაავრცელა.

„ლელო საქართველომ“ საპროტეტსო ნოტა BBC-ის რუსულ სამსახურს უკვე გაუგზავნა.

იტვირთბა....