ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოლდოვის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, ვლადიმერ პლახოტნიუკს სანქციებს უწესებს. მოლდოველი ოლიგარქი ამერიკის შავ სიაშია.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს პლახოტნიუკის ოჯახის წევრებსაც. მათ აშშ-ში შესვლა ეკრაძალებათ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას “ტვიტერზე” ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა.
“ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა და დიდი ზიანი მიაყენა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვაში. მე დღეს იგი ოფიციალურად შევიყვანე სანქცირებულ პირთა სიაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლდოვას”, – წერს პომპეო “ტვიტერში”.