ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში მამამ 20 წლის შვილი აბაზანაში გარდაცვლილი იპოვა

თბილისში, ახალგაზრდა გოგო მამამ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონა იყო არასრულწლოვანი, თუმცა გარდაცვლილი დაახლოებით 20 წლის, სტუდენტი იყო.

ოჯახი თბილისში დროებით, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ზუგდიდიდან არიან.

მეზობლები სუიციდზე საუბრობენ.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმტაიმი

იტვირთბა....