ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ივანიშვილი საკუთარ უმრავლესობას, საკუთარ მთავრობას არ ენდობა” – ბოკერია

„ეს მასკარადი, რაც გააკეთეს, ვითომ ფორმალობები რომ შექმნეს, თითქოს საბჭოა – არის დეკორაცია, ივანიშვილს პროკურატურა, სუს-ი და ყველაფერი ისე აქვს გაკეთებული, რომ საკუთარ უმრავლესობას, საკუთარ მთავრობას არ ენდობა და პერსონალურ კონტროლზე აქვს, დანარჩენი ყველაფერი არის მესამე ხარისხოვანი. ამ ყველაფრის სერიოზული რეფორმირება არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის მას შემდეგ, რაც ივანიშვილს და მის სახელისუფლებო ლიდერებს ჩამოვაშორებთ ამ ქვეყნიდან“

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი – გიგა ბოკერია

აღნიშნული განცხადება ბოკერიამ, საპროკურორო საბჭოსთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან გაავრცელა.

“ციტატა”

შეგახსენებთ რომ, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, აკადემიურ წრეებთან, სამართლის დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან 2019 წლის 17 დეკემბრიდან ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს.

 

იტვირთბა....