„ფაქტია, მინისტრი ზალკალიანი ვერ გამოდგა საქართველოს წარმომადგენლად ლავროვთან მოლაპარაკებებზე, რადგან, სხვა რომ არაფერი, ბოლო შეხვედრის შემდეგ,დაგვცინეს კიდეც. ამიტომ, ზალკალიანმა რა უნდა დააჯეროს ლავროვს არ ვიცი, მაგრამ იქნებ მთელმა საქართველომ და ჩვენმა მოსახლეობამ უფრო მეტად გავაგონოთ ხმა ლავროვს, რას ვფიქრობთ რუსეთზე და რუსეთის ოკუპაციაზე ზოგადად. ვაჩვენოთ ღირსება და რეალური ხმა, ისევე როგორც გავრილოვთან მიმართებაში.“
დავით ჭიჭინაძე, დეპუტატი
შეგახსენებთ, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.