„მშვენიერი ამინდი გვაქვს. დღეს ძველით ახალი წელია, ყველას სადღესასწაულო განწყობა აქვს და ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის. თბილისთან ისეთი იქნება ურთიერთობა, როგორი დამოკიდებულებაც თბილისს ექნება ჩვენთან. საჭიროა სამშვიდობო შეთანხმება, რომ ომი ჩვენს შორის აღარ იქნება და საქართველოს არ აქვს არანაირი მიზანი საომარი გზით დაიბრუნოს აფხაზეთი თავის შემადგენლობაში. როცა ასეთი სამშვიდობო შეთანხმება იქნება, ყველაფერ დანარჩენზე მერე ვისაუბროთ“
ალხას კვიცინია – ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარე.
აღნიშნული განცხადება კვიცინიამ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას გააკეთა.