ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გრიფით საიდუმლო” – რა წერია უზენაესი სასამართლოს მიერ საპატრიარქოსთვის გაგზავნილ წერილში

საპატრიარქოს უზენაესმა სასამართლომ წერილი გაუგზავნა. წერილიდან, რომელიც საპატრიარქოს სამდივნომ მიიღო და რომელიც “მთავარმა არხმა” გაასაჯაროვა, ირკვევა, რომ საპატრიარქოს ადმინისტრაცია სასამართლოში არკვევს, ადევს თუ არა “გრიფით საიდუმლო” ე.წ. ციანიდის საქმეს და ვის შეუძლია აღნიშნული საქმის მასალების გასაჯაროება.

წერილი გასული წლის 12 მარტით არის დათარიღებული.

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი აცხადებს, რომ სასულიერო პირის მიერ კომპრომატების გასაჯაროების დაანონსების შემდეგ, საპატრიარქო ცდილობს, მას ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროებით უპასუხოს.

აღსანიშნავია, რომ “ციანიდის საქმეს” “დელიკატური მომენტების” გამო “გრიფით საიდუმლო” პროკურატურამ თავად დაადო.

 

იტვირთბა....