ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ერაყში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება.
პომპეო ერაყის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს სამხედრო ბაზების დასაცავად და თავდასხმის უკან მდგომი პირების პასუხისგებაში მისაცემად.
შეგახსენებთ, ერაყში, ბალადის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროებიც არიან განლაგებულები, 7 ბომბი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაიჭრა.
აღსანიშნავია, რომ ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 8 იანვარსაც მოხდა, თუმცა როგორც CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ერაყმა აშშ ირანის მიერ ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის შესახებ 2,5 საათით ადრე გააფრთხილა და ამერიკელი სამხედროები ბუნკერში დაიმალნენ, რის გამოც ირანის სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.