ერაყში, ბალადის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროებიც არიან განლაგებულები, 7 ბომბი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბომბები ბაზაზე განლაგებულ ასაფრენ ბილიკს დაეცა, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით 80 კილომეტრში მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 8 იანვარსაც მოხდა, თუმცა როგორც CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ერაყმა აშშ ირანის მიერ ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის შესახებ 2,5 საათით ადრე გააფრთხილა და ამერიკელი სამხედროები ბუნკერში დაიმალნენ, რის გამოც ირანის სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.