“ბასიანთან” გვიან ღამით სროლისას დაჭრილმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ საავადმყოფო დატოვა, დანარჩენი ორი კი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
დაჭრილთაგან ორი “ბასიანის” თანამშრომელია, ერთი – სტუმარი.
ექიმის განცხადებით, 3 პირი, რომლებიც გვიან ღამით კლუბ “ბასიანთან” დაჭრეს, საავადმყოფოში 3 საათსა და 26 წუთზე შეიყვანეს.
შეგახსენებთ, კლუბ “ბასიანთან” გვიან ღამით სროლა იყო, რა დროსაც პირმა, რომელსაც, გავრცელებული ვერსიით, კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს, სამი ადამიანი დაჭრა.
სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, ექვსი ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.