“ე.წ. პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში ვპირდები, რომ მოუწევს პასუხისგება. ჩვენ ვამზადებთ მეორე სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ; უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, მე ვფიქრობ, მიზანმიმართულად, რადგანაც ის ემსახურებოდა ჩემი ძმის დისკრედიტაციას. საზოგადოებაში გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ჩემი ძმა უკანონოდ იხდის მსჯავრს. პრეზიდენტმა თავი გაიმართლა და ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პირდაპირ ეთერში”
თორნიკე მამალაძე. დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა
TV პირველი, “ვახო სანაიას დღის ამბები”
შეგახსენებთ, საშობაოდ პრეზიდენტმა 5 პატიმარი შეიწყალა; შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.