“დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით მე შეფასება ბევრჯერ გავაკეთე. აზრი მას შემდეგ არ შემცვლია. რომელ პრეზიდენტს უნდა მივმართოთ შეწყალებაზე,მოქმედ პრეზიდენტს თუ მომავალს? ბევრჯერ ვთქვი, რომ ჩვენ, საპატრიარქომ ორჯერ მივმართეთ პრეზიდენტს. ერთხელ წინა პრეზიდენტს, ერთხელ ამ პრეზიდენტს. კიდევ თუ იქნება ახალი პრეზიდენტი იმასაც მივმართავთ.სინოდს ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია, უპრეცენდენტო შემთხვევა იყო. სინოდმა ორჯერ მიმართა პრეზიდენტს. კიდევ მეორედ უნდა დავწეროთ ასეთი წერილი? თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ? სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით მეორეჯერ დავწეროთ წერილი?”
მეუფე ნიკოლოზი, ახალქალაქისა და კუმურდოსმიტროპოლიტი
ეს განცხადება სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.